საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) თავმჯდომარეს ვახტანგ ჭედიშვილს და პროექტის კოორდინატორს თემურ კაკრიაშვილს შეხვდა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტი და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ მიმართულებას – ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ელექტრონული განცხადებებისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემებს გააერთიანებს. სისტემის შექმნაზე ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსი ირმა სიხარულიძე მუშაობს. პროექტის შედეგად, მოქალაქეებისთვის მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა გამარტივდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ნაკლებ ბიუროკრატიას, მეტ გამჭვირვალობასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას