ფოთის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ დააჯილდოვეს. ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. გამარჯვებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
![ფოთმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატს უმასპინძლა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/02/86170871_2898825613506829_9000716465464147968_o.jpg)