
დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი_ ჯამალოდინ აზიზი ბონდარაბადი, მოჰამად იარმანდი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ელაჰე ჯურაბი_ ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები.

მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს და გაუზიარეს ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურული მოწყობა, ფუნქციები და მუშაობის მეთოდები.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას.

დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში დაათვალიერებენ ფოთის ღირშესანიშნაობებს, სამრეწველო ზონასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ობიექტებს.