ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ფოთში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის გასვლითი სხდომა ჩატარდა. სხდომას ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, მერიის სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები დაესწრნენ. სექციის წევრებმა, არქიტექტორებმა ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტები.
სხდომაზე განხილული იქნა რიგი ნაგებობის რეკონსტრუქციის საკითხი. იმსჯელეს ქალაქის ისტორიული ნაწილის გეგმაზომიერ და მართებულ ურბანულ განვითარებაზე.