ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ბელორუსში გამართულ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომას ესწრება.
საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.
სამთავრობო კომისიის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მინსკის პარტიზანსკის ადმინისტრაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ეკონომიკისა და ვაჭრობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის და ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, სოციალური და ჯანდაცვის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში და მასმედიის საკითხებში.