🔷18 თებერვალს, ფოთში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
🔷სხდომაზე სექციის წევრებმა და არქიტექტორებმა ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ქალაქში რადენიმე ნაგებობის რეკონსტრუქციის საკითხი და იმსჯელეს ქალაქის ისტორიული ნაწილის გეგმაზომიერ და მართებულ ურბანულ განვითარებაზე. ადგილზე დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტები.
🔷სექციის სხდომა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაიმართა.