▶️ ბელორუსში გამართულ საქართველო-ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მინსკის პარტიზანსკის ადმინისტრაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ხელშეკრულებას ხელი ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ქალაქ მინსკის პარტიზანსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ვიქტოროვიჩ ვარანიცკიმ მოაწერეს.
▶️ ხელშეკრულება ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ეკონომიკისა და ვაჭრობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის და ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, სოციალური და ჯანდაცვის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში და მასმედიის საკითხებში.
▶️ საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.