🇬🇪 ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშა დაშვებულია.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.