▶️ ქალაქ ფოთში ოკუპაციის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ნიკო ნიკოლაძის კოშკში 1921 წლის ოკუპაციის ამსახველი ხელთნაკეთი პოსტერების გამოფენა -პრეზენტაცია გაიმართა. ასევე ოკუპაციისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის ,,იუნკერების“ ჩვენება მოეწყო.
▶️ ფოთის თეატრში კი მე-3 საჯარო სკოლის ორგანიზებით სპექტაკლი ,,ახლა ეს ლექსი სხვა რამეა“ ჩვენება გაიმართა. 45 წუთიან სპექტაკლში, ბავშვებმა, ოკუპირებული საქართველოს ისტორია, საოცარი ოსტატობით გააცოცხლეს. სპექტაკლის სცენარისტი და რეჟისორი ლევან მაშავაა.
▶️ საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის- ,,ხანმოკლე მეოცე საუკუნე“, ჩვენება შედგა. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
▶️ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.