▶️ფოთში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია „TAHAL Group BV“ საქართველოს ფილიალის წარმომდაგენლებს შეხვდენენ.
▶️ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N19 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია.
▶️გარდა ამისა კეთილმოწყობის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს თავდადებულის, ბერდიანსკის, თამარ მეფის ქუჩებზე.
▶️ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები უნდა დაჩქარდეს იმ ლოკაციებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი ღონისძიებები უკვე გატარებულია.
▶️შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით სხვადასხვა ლოკაციებზე 14 ბრიგადა მუშაობს, მათივე თქმით სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება.
▶️ქალაქ ფოთის მერია აქტიურ მონიტორინგს უწევს სამუშაოების მიმდინარეობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაისვა ლოკაციებზე სამუშაოების დაჩქარების, ტერიტორიების მოსუფთავების, მუშაობის დროს გაჭრილი ტროტუარების მოწესრიგების საკითხები.