#StopCoV
⭕️კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრებში, საგამოფენო დარბაზში, საჯარო ბიბლიოთეკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
⭕️პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
⏺საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
➡️ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
➡️ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებებში,საჯარო სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. #StopCoV