📣კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.
გადაწყვეტილება არ შეეხება ქალაქის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.
16 მარტიდან:
➡შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.
➡დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან.
➡კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება.
➡მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ:
📞591 41 75 20, 0493 22 12 95;
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: info.poti@poti.gov.ge.
➡აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.