კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 მარტიდან გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
გადაწყვეტილება არ შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრულ პირებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი საკრებულოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება(არა უგვიანეს 1 საათისა).
აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ პირებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს საკრებულოს მუშაობას. 16 მარტიდან:
გარდა გადაუდებელი შემთხვევისა არ ჩატარდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიის სხდომები.
დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები. კანცელარიაში (საქმისწარმოების განყოფილებაში) შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ:
591 91 06 06, 599 94 25 52, 595 39 59 10.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით: poti.sakrebulo@poti.gov.ge
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.