#StopCoV
▶️ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება ფოთის მუნიციპალიტეტში.
▶️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.
▶️ამ ეტაპზე ფოთში, თვითიზოლაციაში იმყოფება საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე. მათზე დაწესებული მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს.
▶️ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.
▶️შექმნილია მოხალისეთა ჯგუფბი, რომლებიც პირველ ეტაპზე, ჩართულია ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში.
▶️მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. შეიზღუდა მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა, დროებით გაუქმდა მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. მოქმედებს ცხელი ხაზი:
ცხელი ხაზი: 0493 22 12 95, 591 41 75 20
ელ.ფოსტა: info.poti@poti.gov.ge
Fb: https://bit.ly/39Ggiqt