დარჩისახლში #ჩვენვმუშაობთთქვენთვის ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქში მომუშავე სურსათის ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სურსათის სავაჭრო ობიექტებში არსებულ მდგომარეობასა და საკვების მარაგებზე. COVID-19 ის პრევენციის მიზნით სურსათის მაღაზიების სადეზინფექციო და დამატებითი სანიტარული ღონისძიებების გატარება დაევალათ. მიეცათ რეკომენდაციები სალარო აპარატებთან მოქალაქეთა რიგების დასარეგულირებლად. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მაღაზიების მენეჯერებს 9 საკვებ პროდუქტზე ფასების შენარჩუნებისკენ მთავრობის მოწოდება გააცნო. კომპანიების წარმომადგენელთა თქმით ქალაქში სურსათის საკმაო მარაგი არსებობს და პანიკის საფუძველი არ გვაქვს.