COVID-19 პრევენციის ღონისძიებებში კერძო პირებიც ჩაერთვნენ. გერონტი კუხალეიშვილის ფონდის დამფუძნებლის გიგა კუხალეიშვილის გადაწყვეტილებით და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება/ Niko Nikoladze Society ის ორგანიზებით , ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები და ანტიბაქტერიული საშუალებები გადმოეცა საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად. პრეპარატები და ხსნარები მოხალისეებს, დასუფთავების სამსახურს და სხვა ა(ა)იპებს გადაეცემა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის და მოუწედებს ფოთელებს „დარჩნენ სახლში“.