▶️საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების მუშაობა შეიზღუდა.
▶️20 მარტიდან მუშაობას წყვეტს ტანსცმლის, ელექტრო ტექნიკის და სხვა მაღაზიები, გარდა სურსათისა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებისა. დაიხურა რესტორნები და კაფეები. კვების ობიექტებში ამოქმედდა შინ მიტანის სერვისი.
▶️სადეზინფექციო ღონისძიებების მეტი ინტენსივობით ჩატარება და მოქალაქეთა რიგების კონტროლი დაევალათ სასურსათო მაღაზიების მენეჯერებს. სანიტარული ნორმები გამკაცრდა საცხობებში. პური და პურპროდუქტების რეალიზაცია შეფუთული სახით უნდა მოხდეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელიას დავალებით, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ყოველდღიურად შეამოწმებენ სავაჭრო ობიექტებში რეგულაციების დაცვას.