➡️კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება.
სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
➡️სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.
➡️მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
ცხელი ხაზი: ☎️ 0493 22 12 95 ; ☎️ 5914 41 75 20.