➡️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.
➡️ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა.
➡️სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
➡️დარჩენილი პროდუქტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდებათ.