📣ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას გადაწყვეტილებით, ფოთის მუნიციპალიტეტში 26 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
➡️ფოთში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღმკვეთი ღონისძიებებისა და შესაძლო ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, უკვე ერთი თვეა შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე ქალაქში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი.
➡️ადგილობრივი ხელისუფლება საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან და სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს.
მოსახლეობის დახმარების აქციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩერთვნენ. შპს „მბმ“-ის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.