#დარჩისახლში #ჩვენვმუშაოთთქვენთვის
დღეს, ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების თხუთმეტივე საბავშვო ბაღში 1904 რეგისტრირებული აღსაზრდელისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტის პაკეტის გაცემა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღება მშობლებმა მათივე ბაღებიდან შეძლეს.
ზემოაღნიშნული სოციალური პროექტის განხრციელებაში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გასწია საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასთან, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრო.