⏺ ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და COVID-19-ით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
⏺ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, მიმდინარეობს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე. გრძელდება სადეზინფექციო ღონისძიებები. კერძო სექტორის მხარდაჭერით საკვები პროდუქტი მიეწოდება 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს. სურსათის მაღაზიებში კონტროლდება ფასები ძირითად პროდუქტებზე.
⏺საკოორდინაციო საბჭოს ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაესწრო. „ბედნიერი ვარ რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი მთავრობა ყავს. ადამიანი და მისი ჯანმრთელობა არის ჩვენი პრიორიტეტი. პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით, ჩვენი ქალაქი მოწინავეა, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით. მადლობა ფოთელ ექიმებს, მებაჟეებს,პოლიციას და ყველა იმ ადამიანს ვის მხრებზე გადადის ბრძოლა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ“_ განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.