ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე დღეა სურსათის პროდუქტით ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, აგრეთვე 60 წლის ზევით ასაკის მარტოხელა ადამიანებს.
აქციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კომპანია -„ჯეტეის“, შპს „ჩენელ ენერჯის“, „ნიკორას“,შპს “მბმ”-ისა და რესტორან „ბარონ ლაუნჯის“ მიერ მოწოდებული საკვები პროდუქტი 93 ოჯახს დაურიგდა.
სურსათით მოსახლეობის დახმარება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება