ფოთის შესასვლელ-გასასვლელში შექმნილ ბლოკ-პოსტებში ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრაილერებს და უცხოელ მძღოლებს.
შემოწმებას შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ. „ქალაქში მაქსიმალურად მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გასცა ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ . მიმდინარეობს ყველა პრევენციული სამუშაოები. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, ჩვენი ქალაქი სანავსადგურო ქალაქს წარმოადგენს,მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის გადაადგილება სამუშაო ადგილებზე და მაქსიმალურად დაცული, რომ იყოს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელებისგან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში შეიქმნას ბლოკ-პოსტები შსს-ს წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ ბლოკ-პოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი მანქანების შემოწმება. განსაკუთრებით კონტროლზეა სატვირთო მანქანების და უცხოელი მძღოლები და ვფიქრობ შედეგად, მინიმუმამდე იქნება შემცირებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა” – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.