ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან, კესო გელენიძესთან ერთად, ფოთის შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდნენ,სადაც ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება. განსაკუთრებით მკაცრად კი უცხოეთიდან შემოსული ტრაილერების მძღოლები კონტროლდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ.
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დღეს 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა