#დარჩისახლში
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, კერძო და იურიდიულ პირს, ვინც სოციალურ აქტივობას და მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას იჩენს, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებაში.
ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,
შპს „ნიკორა ტრეიდი“;
„ჩენელ ენერჯი ლიმიტედ საქართველო“;
შპს „მბმ“, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“;
შპს „ბევრილი“;
„ბარონ ლაუნჯი“;
„კაისა 2“;
„მედლოგ ჯორჯია“;
„ემეს ჯორჯია“;
შპს „ღალიძგა“;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;
გოგიტა კვარაცხელია, გოგიტა რურუა, გოჩა ხუბულავა_ეს იმ პიროვნებებისა და კომპანიების მცირე ჩამონათვალია, ვინც რთულ ვითარებაში მყისიერი რეაგირება მოახდინა ქალაქში შექმნილი პრობლემების დასაძლევად.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უკვე დაეხმარა 300-ზე მეტ ოჯახს. შემოწირული თანხები ხმარდება სოციალურად შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, 60 წელს ზემოთ და რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებას, მოხალისეთა ჯგუფების მუშაობას, რომლებიც უზრუნველყოფენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების კონტროლს, კარანტინში გადაყვანასა და საგანგებო რეჟიმის წესების დაცვას.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მეტად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმეში, გაცნობებთ, ა(ა) იპ სოციალური მომსახურების ცენტრის ანგარიშის ნომერს-751097509 -ხაზინის ანგარიში; ს/კ- 415106405.