ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქალაქში მცხოვრებ ათეულობით ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. “- კრიტიკულ ვითარებაში ერთად დგომა და ერთმანეთზე ზრუნვა ნამდვილად კარგად გამოგვდის. ვამაყობ იმით, რაც ამ დღეებში ხდება ჩვენ ირგვლივ ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო კომპანიების, მოხალისეთა ჯგუფების და ყველა მოქალაქის ძალისხმევით. ჩვენ ეს შეგვიძლია და შევძლებთ მომავალშიც! დადგა დრო, როცა ყველაზე დიდი სარგებელი ჩვენ ქალაქს და ქვეყანას შეგვიძლია მოვუტანოთ სახლში დარჩენით, თუ გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. გთხოვთ ვიყოთ ამ კომპონენტშიც სამაგალითოები! “- განაცხადა საკრებულოს წევრმა ბექა ვაჭარაძემ
მოქალექეებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების პროცესი გრძელდება.