➡️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ფოთში ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია :
⏺საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და სათამაშო საბავშვო მოედნების მშენებლობა;
⏺ არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა;
⏺ საჩრდილობელი ჯიხურისა და ველოსიპედის სადგომის მოწყობა;
⏺ატრაქციონების მონტაჟი;
⏺ საგამოფენო ზონის კეთილმოწყობა;
⏺ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება.
➡️ პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
➡️ სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.
➡️პარკის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
![ფოთში ცენტრალური პარკის რეაბლიტაცია დაიწყო](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/04/91703930_3012112745511448_7688282912025739264_n.jpg)