ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის და სოციალური დისტანცირების საკითხებით დაინტერესდა.
2 აპრილს, ალექსანდრე მოწერელიამ, საკოლმეურნეო ბაზრების ადმინისტრაციები გააფრთხილა დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეთვალისწინებინათ ის რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები გასცემენ.
სამ აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათიდან იხურება, მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაა.