კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.
