✔ფოთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
✔ ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში კომპანია „კავტრექს ფოთი“, შპს „ჯი ენდ ეი ფორვარდი“, სახალხო ლომბარდი, მოქალაქეები- ჯუნა კემულარია, ვალერი ბერაია და რუსლან გურალია ჩაერთნენ.
✔შემოწირული პროდუქტი სოციალურად შეჭირვებულ ,მრავალშვილიან ოჯახებს, აგრეთვე 60 წლის ზევით ასაკის მარტოხელა ადამიანების საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
✔სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები ურიგებენ. 👉“მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია თანადგომა და მხარდაჭერა.მადლობას ვუხდით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებს, ბიზნესმენებს და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში.ამ ეტაპზე სასაჩუქრე კალათები 400-მდე ოჯახს გადაეცა”.-აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
🔵სურსათით მოსახლეობის დახმარება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
🔵ყველას, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მეტად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმეში, გაცნობებთ, ა(ა) იპ სოციალური მომსახურების ცენტრის ანგარიშის ნომერს-751097509 -ხაზინის ანგარიში; ს/კ- 415106405.