ახალი კორონავირუსის (COVId-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 8 აპრილს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-5 (რიგგარეშე) სხდომა გაიამართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია ესწრებოდა.
სხდომაზე ერთხმად მიღებულ იქნა დადგენილება საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მცირდება ხარჯები კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, სხვადასხვა პროექტებზე. ასევე მცირდება საკრებულოს ხარჯი. შესაბამისად, თანხები დაემატა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივ პროგრამას.
სხდომის დაწყებმდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ გააკეთა კომენტარი. აღნიშნა ფოთელი ექიმების ლევან რატიანის და ალექსანდრე- საშა გოგინავას ღვაწლსა და დამსახურებაზე, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ.
სხდომის დახურვამდე საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულებს.