საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.
„- დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას და მის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი ღვაწლი ყოველთვის იქნება დაფასებული. 9 აპრილი ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ
9 აპრილის მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
![#მადლობათავისუფლებისთვის](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/04/92393452_3223468917666066_4667400445860249600_o.jpg)