#მადლობათავისუფლებისთვის
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლთან, აკაკი დარჯანიასთან ერთად, გვირგვინით შეამკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
“31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს უმძიმესი დღე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ დღეს მშვიდობიანმა, მაგრამ თავგანწირულმა ბრძოლამ ყველა თაობა გააერთიანა და, დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა. თავისუფლებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ვერაფერმა შეაჩერა – 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად”-აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
#მადლობათავისუფლებისთვის