🔹 კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ფოთში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება.
🔹 ამჯერად, სპეციალური ხსნარით,9 აპრილის ხეივანი მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.
🔹 სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
🔹ფოთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.