🔵ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა.
🔵კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფოთის მუნიციპალიტეტისა და სხვა საჯარო უწყებების ორგანიზებით ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები შეძლებენ, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ. ტირ-პარკი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.
🔵ფოთის ტირ-პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნენ. მათ დაათვალიერეს დროებითი ნაგებობები, სადაც განლაგებულია სასადილოები და სველი წერტილები, მათ შორის, საშხაპეები. ტირ-პარკის ტერიტორიაზე მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა სხვა აუცილებელი პირობით. ტირ-პარკის ტერიტორიაზე ქართველ მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
🔵ტირ-პარკის ტერიტორიაზე 150-მდე მძღოლი ერთდროულად შეძლებს მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.