✔ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ,900 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა.
✔სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად შეჭირვებულ, უფასო სასადილოსა და სხვა კატეგორიის ოჯახებს დაურიგდათ. პროდუქტების გადაცემის პროცესს ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და საკრებულოს წევრები გაეცნენ. პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციის რეჟიმში, კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორთან ერთად 4000- მდე ოჯახს დაეხმარა სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტით.