ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საგანგებო რეჟიმის განმავლობაში, გრძელდება მოსახლეობის სურსათითა და პირვალადი საჭიროების პროდუქტით უზრუნველყოფა. APM ტერმინალის ფინანსური მხარდაჭერით, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს პროდუქტის კალათა გადასცა. დარიგების პროცესში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წითელი ჯვრის ორგნიზაციამ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფოთელი მოხალისეები გადაამზადა.