⭕️სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ფოთის მერს გოჩა კურდღელიას და მერის მოადგილეებს შეხვდა.
☑️სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამიზნე ჯგუფების შექმნის საკითხი.
🔘ფოთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე, პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრული და ეფექტური დაძლევის უზრუნველსაყოფად, სამიზნე ჯგუფი შეიქმნება – ინფრასტრუქტურული, სოციალური და განათლების მიმართულებით.
🔲აღნიშნული ჯგუფები მოსახლეობის საჭირო ინფორმირებას, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მყისიერ რეაგირებას და საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოახდენენ.
🔲 ფოთის მერიაში ქოლ-ცენტრი მოქმედებს.
🔲ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და მათი მხრიდან გახშირებული სატელეფონო ზარების გამო, ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე,ფოთელებს ემსახურებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორები შემდეგ ნომრებზე: 0(4931) 22 10 15 , 22 04 05, 22 12 95.
🔲პარალელურად, ჩვეულ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ფოთის მერიის ცხელი ხაზი – 591 41 75 20, 592 39 11 00.
#დარჩისახლში
#StopCoV