ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და მათი მხრიდან გახშირებული სატელეფონო ზარების გამო, ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე,ფოთელებს ემსახურებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორები შემდეგ ნომრებზე: 0(4931) 22 10 15 , 22 04 05, 22 12 95.
პარალელურად, ჩვეულ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ფოთის მერიის ცხელი ხაზი – 591 41 75 20, 592 39 11 00.
#არჩისახლში #StopCoV