🔵აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, არაერთი სოციალური აქტივობა განახორციელა.
🔵აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის გურამ მისაბიშვილის ინიციატივით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს სამედიცინო აღჭურვილობა გადმოეცა.
🔵სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, ბახილები და ეკიპირების ფორმები „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ფოთის რეფერალურ საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილ ცხელების ცენტრს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა გადასცა.
