🔵კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, სამეგრელოს და ხობის ქუჩაზე ჩატარდა. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.
🔵გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
🔵სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ფოთის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები.
