🔵ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას გადაწყვეტილებით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, მუნიციპალიტეტის 15 -ვე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. 🔵სურსათის გაცემის პროცესში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. 🔵მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. „ვაგრძელებთ პროდუქტების გაცემას სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებულ 1934 აღსაზრდელზე. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 8 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის, დიდი შრომა გაწიეს’’ – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
🔵კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. #დარჩისახლში
