29 აპრილს, საკრებულოს მეექვსე გეგმიური სხდომა გაიამართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, ცნობილ იქნა საკრებულოს წევრის თემურ დუნდუას უფლებამოსილება, რომელიც მიღებულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრად და არჩეულ იქნა იმავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ.
სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საკრებულოს წევრი ბექა ვაჭარაძე, რომელსაც არჩევისთანავე შეუწყდა სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
სხდომაზე მოისმინეს საკითხი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მე-4 კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე ანგრიში ქალაქ ფოთის მუიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტზე გააკეთა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციებს 2019 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ქონების, ზედამხედველობის, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების თაობაზე.
მერმა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს და ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებსა და იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ და შეაფასა დამაკმაყოფილებლად. ასევე საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ“ საკითხი და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლის აქტი მიიღო ცნობად.
სხდომაზე მიღებულ იქნა ექვსი განკარგულება.
