🔵კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ფოთის აგრარულ ბაზარში ჩატარდა. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა გაეცნენ.
🔵გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
🔵სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ფოთის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები.
![ფოთის ბაზრის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/04/94884296_3081331011922954_7590530079139037184_o.jpg)