✍ 29 აპრილს, საკრებულოს მეექვსე გეგმიური სხდომა გაიამართა.
✍სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
✍უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, ცნობილ იქნა საკრებულოს წევრის თემურ დუნდუას უფლებამოსილება, რომელიც მიღებულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრად და არჩეულ იქნა იმავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ.
✍სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საკრებულოს წევრი ბექა ვაჭარაძე, რომელსაც არჩევისთანავე შეუწყდა სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
✍სხდომაზე მოისმინეს საკითხი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მე-4 კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
✍საკრებულოს სხდომაზე ანგრიში ქალაქ ფოთის მუიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტზე გააკეთა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
✍მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციებს 2019 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ქონების, ზედამხედველობის, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების თაობაზე.
✍მერმა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს და ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებსა და იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
✍საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ და შეაფასა დამაკმაყოფილებლად. ასევე საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ“ საკითხი და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლის აქტი მიიღო ცნობად.
✍სხდომაზე მიღებულ იქნა ექვსი განკარგულება.