🔵კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ფოთის აგრარულ ბაზარში ჩატარდა. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა გაეცნენ.
🔵გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
🔵სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ფოთის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები.
