🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკრებულოს წინაშე 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
➡️2019 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 24 141.5 ათ. ლარი შეადგინა. გასულ წელს ქალაქში განხორციელებულ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია:
➡️მდინარე კაპარჭას გაწმენდა/რეაბილიტაციის სამუშაოები;
➡️ბარათაშვილის ქუჩიდან,ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემაერთებელი გზის მშენებლობა;
➡️ქუჩებში ლედ ნათურების გარე განათების მოწყობა ;
➡️თეატრის კაპიტალური რემონტი ;
➡️კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია;
➡️მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა;
➡️მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპ. რემონტი ;
➡️საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია(გათბობის სისტემის მოწყობა);
➡️ქალაქ ფოთის ცენტრალური (კოსტავას) ქუჩის ტროტუარების კეთილმოწყობა;
🔵 ჯანდაცვისა და სოციალური მოსახურების პროგრამები 2019 წელს 1 895.5 ათ. ლარით დაფინანსდა.
🔵ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება,რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება. მან ასევე იმ ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რაც პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხორციელდება.
🔵გოჩა კურდღელიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციით შემუშავებულია საგანგებო ბიუჯეტი, საიდანაც ფინანსდება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სოციალურ მატერიალური მხარდაჭერის აქციები. გრძელდება სადეზინფექციო ღონისძიებები ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში. ქალაქის შემოსასვლელებში მოქმედებს ბლოკ პოსტები, ირეცხება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და აგრარული ბაზრის ტერიტორია, პერიოდულად ხდება სადეზინფექციო ხსნარების გაფრქვევა. გაძლიერდა კონტროლი სატვირთო გადაზიდვებზე. ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო ტირ-პარკი, სადაც სატვირთო ავტოსაშუალებების მძღოლები ელოდებიან ტვირთს. მათთვის მოწყობილია ყველა პირობა, რომ დაისვენონ და უზრუნველყოფილი არიან საკვებით.
🔵ყოველდღიური მონიტორინგი ტარდება აგრარულ ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში, რათა დაცული იქნას სანიტარული ნორმები და დისტანცირება, აგრეთვე შენარჩუნებული იქნას არსებული ფასები სურსათის ძირითად პროდუქტებზე.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიასა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, სურსათითა და მედიკამენტით დახმარება გაეწია 5528 მოქალაქეს.