🔵29 აპრილს საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში საკრებულოს მე-6 გეგმიური სხდომა გაიმართა.
🔵სხდომაზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბექა ვაჭარაძე და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან საკრებულოს შეემატა თემურ დუნდუა.
🔵 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აკაკი დარჯანიას, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების პერიოდში გაწეული მუშაობისთვის და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა ბექა ვაჭარაძეს, ხოლო თემურ დუნდუას წევრად არჩევა და სამივე მათგანს ქალაქის საკეთილდღეოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკრებულოს წევრებს 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა და COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები გააცნო.
🔵სხდომაზე ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ფოთის მერიისა და ა(ა) იპ-ების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ მოხალისეებს, რთულ ვითარებაში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისა და სოციალური აქტივობისათვის.