🔹️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი მოინახულა.
🔹️საუბარი შეეხო ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების საკითხებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც გავრცელებული პანდემიის პირობებში აღმოჩნდა ქვეყანა და მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება.
🔹️მეუფე გრიგოლმა დალოცა ბექა ვაჭარაძე და უსურვა წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში.